ხვანჭკარა
ღვინო: ხვანჭკარა
ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი ღვინო
ყურძნის ჯიში: ალექსანდროული და მუჯურეთული
რეგიონი: რაჭა
აღწერა: ადგილწარმოშობის დასახელების, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო - „ხვანჭკარა“ იწარმოება 1942 წლიდან. ვენახები გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, რაჭის მევენახეობის ზონაში, იგი მზადდება მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძნებისგან. ღვინო „ხვანჭკარა“ ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით,გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით, სადაც დომინირებულია ალუბლის არომატები და ჰარმონიულად მიჰყვება ჟოლოს ხავერდოვანი ტონები.
დააგემოვნეთ: "ხვანჭკარას" განსაკუთრებით კარგად შეეხამება შებოლილი ღორის შაშხი და რაჭული ლორიანი ლობიანი. ასევე იდეალურად ერწყმის შემწვარ ბოსტნეულს, ყველის ასორტსა და სხვადასხვა დესერტს.
ალკოჰოლი: 11.5%